როგორ დავბლოკოთ არასასურველი მაინერები და რეკლამები საიტებზე
ვინც უკვე შეგაწუხათ ვებ-გვერდებზე უამრავმა რეკლამამ, თქვენს უნებართვოდ ბიტკოინის მაინინგმა და შესაბამისად კომპიუტერის შენელებამ/გადახურებამ, დააყენეთ AdblockPlus ექსთენშენი ბრაუზერისთვის. ყენდება ნებისმიერ ბრაუზერზე.
დაყენების შემდეგ ექსთენშენის პარამეტრებში გადადით Advanced
განყოფილებაში და მიეცით Add built-in filter list
სადაც აირჩევთ RuAdList+EasyList
-ს. რათა დაბლოკოს რუსული და უკრაინული მაინერები, რასაც ძირითადად იყენებენ ქართული ვებ საიტები.
აქვე მიეცით Add Filter List via URL
და მიუთითეთ ბმული https://akalongman.github.io/files/adblock_geo_list.txt რომელიც დაბლოკავს რეკლამებს პოპულარულ ქართულ საიტებზე (imovies.cc, adjaranet.com, forum.ge, my.ge, etc.)
ეს ექსთენშენი იყენებს წინასწარ განსაზღვრულ რეკლამების სიას დასაბლოკად, თუმცა, მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი რეკლამის დაბლოკვა. თუ რომელიმე რეკლამა ავტომატურად ვერ დაბლოკა, ამისთვის დააჭირეთ ბრაუზერში ექსთენშენის აიქონს, შემდეგ ღილაკს Block Element
და დააკლიკეთ მაუსი რეკლამის ბანერზე ან ტექსტზე.
თუ რომელიმე ქართულ საიტზე არ დაიბლოკა რეკლამა, მომწერეთ კომენტარებში საიტის მისამართი და ჩავამატებ სიაში.