ავტომობილის რეკომენდირებული გეგმიური სერვისის განრიგი

Avtandil Kikabidze
1 min readJun 28, 2024

--

ნებისმიერი ავტომობილი საჭიროებს გეგმიურ შემოწმებას და მე ვეცადე ჩამომეწერა პერიოდები და სერვისები, რის რეკომენდაციასაც იძლევიან ტოიოტა და სხვა მწარმოებლები.

რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, რომ ბენზინის, დიზელის, ჰიბრიდის ან ელექტრო ავტომობილების მიხედვით ეს რეკომენდაციები მცირედით განსხვავებულია. აქ ვეცადე მომეყვანა რეკომენდაციები ბენზინის და ჰიბრიდის ავტომობილების შემთხვევაში.

ყოველი 5000 მილი (8000 კმ) / 6 თვე

  • ძრავის ზეთის და ფილტრის შეცვლა
  • სალონის ჰაერის ფილტრის შეცვლა
  • ელემენტების გაგრილების ფილტრი
  • ჰიბრიდის შემოწმება
  • საბურავების ჯვარედინი როტაცია (წინა მარცხენა საბურავი გადადის უკანა მარჯვენაზე და წინა მარჯვენა — უკანა მარცხენაზე)
  • საბურავების შემოწმება ცვეთაზე და დამჭერების ბოლომდე მოჭერილობაზე
  • საბურავებში წნევის შემოწმება
  • სითხეების რაოდენობის ვიზუალური შემოწმება: სამუხრუჭე სითხე, ანტიფრიზები
  • მძღოლის ხალიჩის მდებარეობის შემოწმება
  • მუხრუჭების ვიზუალური შემოწმება
  • ავტომობილის გაწვევებზე (ე.წ. recall) შემოწმება

ყოველი 10000 მილი (16000 კმ) / 12 თვე

  • ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი
  • მაშუქების შემოწმება
  • სავალი წანილის დათვალიერება
  • ძრავის ჰაერის ფილტრის შემოწმება და შეცვლა
  • შუშის საწმენდების დათვალიერება და შეცვლა
  • გამონაბოლქვის სისტემის შემოწმება

ყოველი 30000 მილი (48000 კმ) / 36 თვე

  • ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი
  • სამუხრუჭე სითხის შეცვლა
  • გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა
  • კაპოტის ქვეშ ღვედების და შლანგების შემოწმება
  • თვლების სისწორის შემოწმება

ყოველი 60000 მილი (96000 კმ) / ყოველი 72 თვე

  • ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი
  • აალების სანთლების შეცვლა

--

--

Avtandil Kikabidze
Avtandil Kikabidze

Written by Avtandil Kikabidze

Software Engineer, IT Evangelist, Geek, Romantic..

No responses yet