მულტიმედია პროგრამის განახლება Toyota Prius C-ზე.

Avtandil Kikabidze
3 min readOct 20, 2020

ჩამომივიდა ავტომობილი Toyota Prius C 2012 წლის, რომელსაც მოყვა დისპლეი და შიდა მულტიმედია სისტემა (Toyota Entune). სამწუხაროდ თავიდან ეს ყველაფერი ვერ ავამუშავე.

როდესაც ვცადე მულტიმედია ფუნქციების გამოყენება, ვერაფრით მოვახერხე ტელეფონის დაკავშირება, რადგან ვერცერთი მობილური ვერ უკავშირდებოდა ვერც bluetooth-ით და ვერც USB პორტით, ან უკავშირდებოდა, მაგრამ არც მუსიკას უკრავდა და არც სხვა რაღაცეები მუშაობდა.

ტელეფონის გარეშე კი ნორმალურად არც მუსიკის ჩართვა შეიძლება მანქანაში (FM რადიო არ ითვლება ☺) და არც ინტერნეტზე დამოკიდებული სერვისების გამოყენება. ზოგადად Toyota Entune საკმაოდ საინტერესო სერვისია, სმარტფონში ყენდება შესაბამისი აპლიკაცია და შემდეგ შეიძლება მანქანაში მთელი რიგი მულტიმედია სერვისების მართვა.

ამ ყველაფრის ამუშავების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება პროგრამული უზრუნველყოფა იყო მოძველებული და გადავამოწმე, ასეც აღმოჩნდა, ჩემი სისტემის ვერსია იყო 2.1.0

სისტემის ვერსიის გადასამოწმებლად ვაჭერთ ღილაკს Setup და შევდივართ General -> System Information -> Software Version.

ტოიოტას ოფიციალურ საიტზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბოლო ვერსია არის 5.2.0.

ბოლო ვერსიის (5.2.0) გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე.

მოკლედ, გადავწყვიტე რომ განმეახლებინა სისტემა, ამიტომაც ზემოთ მოყვანილი ბმულიდან გადმოვწერე .iso ფაილი (.zip არქივი, რომელშიც არის მოთავსებული .iso) და დაყენების ინსტრუქცია.

ინსტრუქციის მიხედვით გავამზადე საინსტალაციო USB ფლეშკა (დავაფორმატე და ჩავაკოპირე .iso ფაილი) და ვცადე სისტემის განახლება:

  1. დავქოქე მანქანა
  2. ჩავრთე რადიო
  3. მოვათავსე ფლეშკა USB პორტში (რომელიც მდებარეობს მგზავრის სავარძლის წინ)
  4. დავაჭირე მონიტორთან მდებარე ღილაკს Apps
  5. სისტემამ მკითხა თუ მინდოდა განახლება 2.1.0 ვერსიიდან 5.2.0-ზე, რასაც დავეთანხმე.

თითქოს დაიწყო ინსტალაცია, თუმცა მაშინვე შეწყვიტა და გამოიტანა შემდეგი მესიჯი:

ამ მესიჯს არაფერმა არ უშველა, არც პროცესის ხელახალმა დაწყებამ, არც საინსტალაციო ფლეშკის ხელახლა ჩაწერამ და ა.შ.

ყველაფერზე გამოქონდა ეს სქრინი, რადიოსაც ვეღარ ვრთავდი ნორმალურად.

ბევრი გუგლვისა და ექსპერიმენტების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ თურმე ტოიოტას სისტემები ძალიან პრეტენზიულები არიან USB ფლეშკების მიმართ და უმეტესობა ფლეშკებიდან განახლებას ვერ კითხულობს კორექტულად.

მოვიძიე რაც ამ მომენტში ფლეშკები გამაჩნდა სახლში

ყველა ფლეშკა დავაფორმატე და სათითაოდ ჩავწერე iso ფაილი თითოეულზე.

შემდეგ ხელახლა ვცადე განახლების თავიდან გაშვება და ერთ-ერთ ფლეშკაზე როგორც იქნა ამუშავდა:

აღმოჩნდა, რომ ფლეშკა უნდა იყოს არაუმეტეს 8GB ზომისა, უნდა დაფორმატდეს FAT-ში და სხვა არაფერი არ უნდა ეწეროს მასზე გარდა იმ .iso ფაილისა.

მოკლედ პროცესი წარმატებით დასრულდა და სისტემის გადატვირთვის შემდეგ ვერსია განახლდა 5.2.0-მდე:

ამან გამოასწორა ყველა ხარვეზი, რაც მანამდე სისტემას ქონდა. ამუშავდა ბლუთუსი, USB კაბელით დაკავშირება და ასევე Entune სერვისები (ინტერნეტ რადიო, სპორტული ანგარიშები და ა.შ.)

ვფიქრობ ეს ინსტრუქცია მსგავსი იქნება ტოიოტას სხვა მოდელის ავტომობილებისთვისაც (Aqua, Prius, Camry, etc.).

--

--