მულტიმედია სისტემის განახლება Toyota RAV4-ზე

Avtandil Kikabidze
3 min readJul 3, 2024

ავტომობილებში მულტიმედია სისტემას იშვიათად თუ ანახლებს ვინმე და ამის გამო, უმეტესობაზე აყენია ის ვერსია, რაც ავტომობილს ცენტრიდან გამოსვლის დროს ქონდა. ამ სტატიაში ვეცდები მარტივად ავხსნა როგორ განვაახლოთ სისტემა მეხუთე თაობის Toyota RAV4-ებზე.

სისტემის პერიოდულად განახლება აუცილებელია, რადგან ბევრი ხარვეზი სწორდება განახლებებში. მაგალითად 2019 წლიან მანქანებს ზოგს მაგალითად მხოლოდ Apple CarPlay უჩანს და Android Auto არა, ან 2021-იანებზე ბლუთუსი არ მუშაობს ნორმალურად, ზარზე ვერ პასუხობ, თავისით რესტარტდება და სხვა.

ვერსიის შემოწმება

პირველ რიგში, ვერსიის შესამოწმებლად და ModelID-ის გასაგებად (ეს ბოლო გვჭირდება პროგრამული უზრუნველყოფის ასარჩევად) უნდა დავაჭიროთ “MENU” ღილაკს, მენიუში უნდა ავირჩიოთ “SETUP” ან “SETTINGS” (თქვენი მოდელიდან გამომდინარე)

Setup

შემდეგ ავირჩიოთ “GENERAL” და დაბლა ჩამოსქროლვის შემდეგ, ავირჩიოთ “Software Update”

Software Update

აქ გამოჩნდება თქვენი სისტემის MODEL ID (DCU) და ასევე პროგრამული უზრუნველყოფის მიმდინარე (Current) ვერსია (რაღაც რიცხვი)

Software Version

პროგრამული უზრუნველყოფის გადმოსაწერად უნდა შევიდეთ ტოიოტას საიტზე https://www.toyota.com/firmware-updates

მთავარი გვერდი

ზემოთ უნდა ჩამოშალოთ “Select A Vehicle” და შეიყვანოთ თქვენი ავტომობილის VIN კოდი

VIN კოდის შესაყვანი

“Go”-ზე დაჭერის შემდეგ გამოვა თქვენი მანქანის პროგრამული განახლების ფანჯარა

პროგრამული განახლებების გვერდი

“Get Updates”-ზე დაჭერის შემდეგ კი გადადიხართ უშუალოდ განახლებების გადმოსაწერ გვერდზე

განახლებების გადმოსაწერი გვერდი

ზოგ კომპლექტაციას აქვს ორი სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, ერთი მთავარი ოპერაციული სისტემა და მეორე დამატებითი, ნავიგაციის. ორივეს განახლების ინსტრუქცია ერთი და იგივეა. ჩვენ ამ მაგალითში განვიხილავთ მთავარი ოპერაციული სისტემის განახლებას.

აირჩევთ თქვენს ModelID-ს, დაეთანხმებით წესებს და პირობებს და დააჭერთ “Download” ღილაკს.

განახლების გადმოწერა

გადმოსაწერი პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია ჩანს ღილაკების ზემოთ და აღინიშნება რიცხვით. მაგალითად სქრინზე მოყვანილი განახლების ვერსია არის 1391.

გადმოიწერება ფაილი .kwi გაფართოებით. თუ ნავიგაციის განახლებაც გიჩანთ, იმასაც გადმოწერთ და ორივე ფაილს ჩაწერთ USB დრაივზე (მეხსიერების ბარათი, იგივე “ფლეშკა”).

მეხსიერების ბარათი უნდა იყოს ზომით მინიმუმ 2GB და უნდა იყოს დაფორმატებული FAT32 ფორმატში.

განახლების პროცესი

ავტომობილი დააპარკინგეთ მშვიდ ადგილას, გაითვალისწინეთ, რომ დაწყებული განახლების პროცესის შუა გზაში შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემის დაზიანება. განახლების პროცესი საშუალოდ მოითხოვს 15 წუთს.

დაქოქეთ ავტომობილი (ჰიბრიდებზე უნდა გამოჩნდეს “READY” წარწერა საჭესთან პანელზე). აჭერთ “MENU” ღილაკს, შემდეგ “Setup”, შემდეგ “General” და ჩამოსქროლვის შემდეგ ვირჩევთ პუნქტს “Software Update”.

გამზადებულ USB მეხსიერების ბარათს აერთებთ ავტომობილის USB შესაერთებელში და ეკრანზე, მარცხენა დაბლა კუთხეში აჭერთ ღილაკს “Update Software”. თუ ეს ღილაკი არ არის აქტიური, ესე იგი მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა იგივეა ან უფრო ძველი, ვიდრე ავტომობილში არსებული.

ღილაკის დაჭერის შემდეგ გახსნილ “Software Update Detail” გვერდზე აჭერთ “OK” ღილაკს, “Terms of Service” გვერდზე აჭერთ “Agree”, გახსნილ “Would you like to start the software update?” ფანჯარაში ვირჩევთ “Yes”. ამის შემდეგ დაიწყება ინსტალაცია, რომელსაც საშუალოდ სჭირდება 10 წუთი.

გაითვალისწინეთ, არ შეიძლება ავტომობილის ჩაქრობა ან ფლეშკის გამოძრობა, სანამ განახლების პროცესი არ დასრულდება.

როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის ავტომობილში გადაწერის პროცესი დასრულდება და გამოვა ფანჯარა “The software is ready for updating”, ჩააქრობთ ავტომობილს. შემდეგ ხელახლა დაქოქავთ (ჰიბრიდებზე უნდა გამოჩნდეს “READY” წარწერა საჭესთან პანელზე) და დაიწყება უშუალოდ განახლების პროცესი. როდესაც განახლების პროცესი დასრულდება, შემდეგ უკვე შეგიძლიათ გამოაძროთ მეხსიერების ბარათი ავტომობილიდან.

ვფიქრობ ეს ინსტრუქცია მსგავსი იქნება RAV4-ების წინა თაობის ავტომობილებისთვისაც და ზოგადად Toyota-ს მარკის ყველა ავტომობილისთვის.

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ სტატიამ მულტიმედია პროგრამის განახლება Toyota Prius C-ზე.

Sign up to discover human stories that deepen your understanding of the world.

Free

Distraction-free reading. No ads.

Organize your knowledge with lists and highlights.

Tell your story. Find your audience.

Membership

Read member-only stories

Support writers you read most

Earn money for your writing

Listen to audio narrations

Read offline with the Medium app

Avtandil Kikabidze
Avtandil Kikabidze

Written by Avtandil Kikabidze

Software Engineer, IT Evangelist, Geek, Romantic..

No responses yet

Write a response

More from Avtandil Kikabidze